Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაგვაბრაზოს, თორემ ერთი დაძახება და მთელი საქართველო გამოვა – ქეთი დოლიძე

მარშალ პრესი 14/07/2022
ქეთი დოლიძე

დღეს არ არის საქართველოში მასობრივი გამოსვლებისა და აქციების მუხტი. არ არის და მორჩა, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ახლა რომ არის შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რომელიმე ჩვენმა „მეგობარმა“ გაუკეთა იმის მეათასედი საქართველოს, რაც ბიძინა ივანიშვილმა? მაინტერესებს ეს რა შეტევაა. რა ოლიგარქი, რის ოლიგარქი. თქვენ გგონიათ სააკაშვილს ნაკლები ფული აქვს იქ ოფშორულ ზონებში? არ აქვს ნაკლები ფული და ეს ძალიან მალე გამოაშკარავდება. მე არასდროს და ვერასდროს შევურიგდები „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ჩემი, ერთი ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა. ვის უნდა შევურიგდე მე, ხერხეულიძეს თუ ვის? დღეს არა რის საქართველოში მასობრივი გამოსვლებისა და აქციების მუხტი. არ არის და მორჩა. რუსთაველის თეატრიდან თავისუფლებამდე მონაკვეთს ძლივს ავსებენ. იარონ ახლა და შეიკრიბონ. რა შეკრება, რა მუხტი. მაგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაგვაბრაზოს, თორემ ერთი დაძახება და მთელი საქართველო გამოვა „ქართული ოცნების“ კი არა, საქართველოს დასაცავად. „ნაციონალური მოვლენა“ უნდა აკრძალულიყო, როგორ მოვლენა . ეს იყო დიდი დანაშაული სწორედ რომ ევროპის სტრუქტურებიდან, ამერიკიდან. ასეთ პარტიას, ასეთ დანაშაულების ჩამდენს, რაც სტრასბურგმაც აღიარა, არცერთ ქვეყანაში არ მოითმენდა არცერთი ხელისუფლება“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: მთელი ეს პერიოდი ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიაში და საპარლამენტო ცხოვრებაში. მათ აინტერესებთ მხოლოდ 2%-იანი ბარიერი იმისათვის, რომ 2024 წელს მეტი შანსი მიეცეთ
Next: კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.