Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირი წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, არ დაელაპარაკონ საქართველოს ხელისუფლებას: რითაც თავს იმართლებენ, ისაა, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ [ევროინტეგრაციის პროცესი] და უნდა დავისაჯოთ. ჯერ ერთი, არ შეგვიჩერებია და მეორეც, დავუშვათ, ვთქვით, რომ დღეს არა და მერე გავაკეთოთ, ადეკვატურია ამასთან დაკავშირებით ასეთი დაწოლა და მუქარა, როგორსაც ჩვენ ვიღებთ?!

10/11/2026

რითაც თავს იმართლებენ, ისაა, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ [ევროინტეგრაციის პროცესი] და უნდა დავისაჯოთ. ჯერ ერთი, არ შეგვიჩერებია და მეორეც, დავუშვათ, ვთქვით, რომ დღეს არა და მერე გავაკეთოთ, ადეკვატურია ამასთან დაკავშირებით ასეთი დაწოლა და მუქარა, როგორსაც ჩვენ ვიღებთ?! – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელის მცდელობას, მოახდინოს საქართველოს იზოლაცია.

ლაპარაკია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ბრიუსელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აფრთხილებს უარი თქვან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

გიორგი ვოლსკის თქმით, ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და ეს 2024 წლის ივნისში თავად ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ უკავშირდებოდა.

„პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ვთქვით, ასეთი ამბავია, თქვენ შემოგაქვთ [ფული] და რაში ხარჯავთ, ვხედავთ, რომ ეს თანხა მიდის ექსტრემისტულ პროცესებში. მათ თქვეს, როგორ გეკადრებათ, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ჩვენ არ გვჭირდება კანონი, ეს ურთიერთობაში ბზარს შემოიტანს და მოდით, ეს კანონი გაიწვიეთ. კანონი გავიწვიეთ და ატყდა ერთი ამბავი, რომ ჩვენ შეგვეშინდა, დავიმალეთ და ა.შ. გაგრძელდა იგივე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში „წკიპზეა ყველაფერი, მალე დაფასდება ის, რასაც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ჰქვია“.

Post navigation

Previous: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
Next: მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.