Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები

10/11/2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე მშვიდობაზე, როგორც საქართველოს არჩევანზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.

თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.

დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექნება შესაძლებლობა გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირი წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, არ დაელაპარაკონ საქართველოს ხელისუფლებას: რითაც თავს იმართლებენ, ისაა, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ [ევროინტეგრაციის პროცესი] და უნდა დავისაჯოთ. ჯერ ერთი, არ შეგვიჩერებია და მეორეც, დავუშვათ, ვთქვით, რომ დღეს არა და მერე გავაკეთოთ, ადეკვატურია ამასთან დაკავშირებით ასეთი დაწოლა და მუქარა, როგორსაც ჩვენ ვიღებთ?!
Next: გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს როდესაც უსმენ, უცხოელია თუ ადგილობრივი, მთავარ თემად განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწვდიან შემდეგ ფორმულირებას, თითქოს ჩვენ ხვალ-ზეგ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ვინაიდან თვითნებური დაკავებებია, პარტიების გაუქმებას ვაპირებთ, ამის გამო ეს ვერ მოხდება. ამ დროს თვითონ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დააყენეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.