ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ რაჭისუბანში ახალი ხიდის მშენებლობის პროცესი დასრულების ეტაპზეა. უკვე შესრულებულია ხიმინჯების, კოჭებისა და მონოლითური რკინაბეტონის ბურჯების მოწყობის სამუშაოები, ასევე დამონტაჟებულია დამცავი ჯებირები.
ზამურ ჭითანავამ ასევე დაათვალიერა დაბა თამარისში შიდა საავტომობილო გზის სამუშაოები. უკვე დასრულებულია გზის საფუძვლისა და ბორდიურების მოწყობა, ამ ეტაპზე 460 გრძივ მეტრამდე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღესვე ზამურ ჭითანავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
თამარ მეფის ქუჩაზე 1979 კვადრატულ მეტრ ფართობზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე ეწყობა გზის დამცავი საყრდენი კედლები, სანიაღვრე ღარი და ბორდიურები.
ქვაფენილის მოწყობა უკვე დასრულდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში დაიგო 1800 კვადრატული მეტრი გზის საფარი, მოეწყო გზის დამცავი საყრდენი კედლები, სანიაღვრე ღარი, ბორდიურები და გარე განათების ქსელი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერთან ერთად მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა დაათვალიერეს.
