Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

10/11/2026

ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან.

მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე პეკინში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებთან ერთად, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მინისტრი ლანჟოუს უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას შეხვდება.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

Post navigation

Previous: შოთა თხელიძე: ის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკები, რომელსაც ბოლო თვეებია აქტიურად აწარმოებენ ევროპის ქვეყნები, მიანიშნებს იმას, რომ ევროპა არ არის ჯერ-ჯერობით ამ სისტემური მშვიდობის შესაქმნელად მზად
Next: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.