ის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკები, რომელსაც ბოლო თვეებია აქტიურად აწარმოებენ ევროპის ქვეყნები, მიანიშნებს იმას, რომ ევროპა არ არის ჯერ-ჯერობით ამ სისტემური მშვიდობის შესაქმნელად მზად, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ აბუ-დაბის სამიტზე საუბრისას.მისივე თქმით, როგორც ევროპას, ასევე შეერთებულ შტატებს სურს მასშტაბური მინსკის შეთანხმების მიღწევა.„ეს კონფლიქტი იმ მდგომარეობით, რაც დღეს არსებობს შეუძლებელია სისტემური მშვიდობით დასრულდეს. ეს იქნება უბრალოდ დროში გადადებული კონფლიქტი, რომელიც რაღაც დროს აუცილებლად აღდგება. ეს რუსულ მხარეს ესმის, აქვს ყოვლისმომცველი მიდგომა და ის დაუბრუნდა იმ მოთხოვნებს, რაც ჰქონდა 2021 წელს, როდესაც ნატოს და შეერთებულ შტატებს გაუგზავნეს წერილი.აბუ-დაბიში საუბარი იყო, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე იქნებოდა საუბარი, თუმცა მე ამ პერსპექტივას ცოტა პესიმიზმით ვუყურებ, რადგან არანაირი წინაპირობა ამისთვის ჯერ არ არსებობს“, – აღნიშნა შოთა თხელიძემ.
