Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო – ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა

marshal press 10/11/2026
volski

გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლები ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა.

„თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო. სააკაშვილის განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებში ისმის, რომ დანაშაული საერთოდ არაფერი, არასდროს მომხდარა, თურმე ის კონკრეტული ადამიანები არ არსებობენ, არც ქუჩაში არავინ დახვრეტილა, ის სამი აჭარელი ბიჭია თუ შავაძეა, რა თქმა უნდა დაიხვრიტნენ, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, თორემ ისე არც არაფერი მოხდა დიდი, იგივე აფრასიძეების საკითხი – სვანეთს აზანზარებდნენო და 5-დან 2 მოვკალითო, ამბობს ბარამიძე, ჩვეულებრივ ამბად უნდათ წარმოადგინონ ეს თემა. წარსულთან დაკავშირებით რამდენიმე თემა რომ ამოიღოთ, ვერანაირ გამართლებას ვერ იპოვით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა
Next: მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.