Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა

10/11/2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობამ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა.

ჩვენმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ მშვიდობა ბრძოლის არარსებობაზე ბევრად მეტია.

მშვიდობა ქმნის პირობებს საზოგადოების განვითარებისთვის – განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტირების, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმატების მიღწევისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.

ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ მათ წინაშე არსებული გარემოებებისა.

თუმცა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ეს კვლავ განუხორციელებელ მისწრაფებად რჩება.

ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას: მოუგვარებელი კონფლიქტების ფასი მხოლოდ ტერიტორიული დაყოფითა თუ პოლიტიკური უთანხმოებებით არ განისაზღვრება. ეს ასევე უნდა შეფასდეს ადამიანური დანაკარგით, დაკარგული შესაძლებლობებითა და მთელი თაობისთვის წართმეული მომავლით.

საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.

თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.

დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის ან სხვა რომელიმე სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ, დამატებით ინსტანციად ჩამოყალიბდეს
Next: გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო – ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.