Skip to content
10/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა

marshal press 10/11/2026
maka bochorishvili

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მიღება.

მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა.

დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები – კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა.

მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა.საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება.კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია.ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არამხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს.სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არამხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო – ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა
Next: პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.