Skip to content
09/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში

მარშალ პრესი 09/11/2026
gia abashidze

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთის ინტერესი, პირველ რიგში, ევროპასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს, შუა დერეფანსა და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძიცაა.

მისი შეფასებით, საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში – არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში.

ჩინეთის ინტერესი პრაგმატულია: ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტები, შუა დერეფანი და შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩინეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი კი არა, ევრაზიული დაკავშირებადობის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კვანძია.

ამ პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს რეგიონული ძალთა ბალანსი. სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთს კვეთს რუსეთის ისტორიული გავლენა, თურქეთის რეგიონული ინტერესები, დასავლეთის სტრატეგიული ხედვა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობა. პეკინის გააქტიურება ამ კონკურენციას ახალ განზომილებას მატებს, მით უფრო, რომ ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა რეგიონული ინტერესების სრულ თანხვედრას არ გულისხმობს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. თბილისი აფართოებს პარტნიორობის გეოგრაფიას, ავითარებს ურთიერთობებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან და მყარად ინარჩუნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.
მთავარი გეოპოლიტიკური ტენდენცია ნათელია: ჩინეთის გააქტიურება და საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ძალთა და ინტერესთა ახალ კონფიგურაციას აყალიბებს.

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ევრაზიულ გეოპოლიტიკურ სივრცეში — არა მხოლოდ თავისი სატრანზიტო მდებარეობით, არამედ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, რომლებსაც ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირება ქმნის.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა
Next: თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.