Skip to content
09/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა

მარშალ პრესი 09/11/2026
levan machavariani

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოში ჩინეთის ვიცე – პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ელოდა, „ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.“

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან.

„დასრულდა საქართველოში ჩინეთის ვიცე – პრეზიდენტის, ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, რაც, ერთი მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის – დღესდღეობით ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს – ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში. მეტიც, ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ამ დრომდე, ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.

ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე – პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ.“- წერს ლევან მაჭავარიანი.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
Next: გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.