Skip to content
09/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს

მარშალ პრესი 09/11/2026
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს წარმატების იგნორირება მათი მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანია.

მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება.

„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია და ამ არჩევანს მოღალატეობა ჰქვია.
ჩინეთის ვიცე – პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სივრცეში გამოყენებული ფილტრი არის გარე დაკვეთა, რომელიც სავალდებულოა როგორც მათთვის, ისე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისთვის.
ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც მძიმედ დასანახია ოპოზიციისა და მათი მსახური მედიის კოორდინირებული, მიზანმიმართული დუმილის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ეს სინქრონული ქმედება კიდევ ერთხელ ამხელს მოღალატეობრივ ძალებს — ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, რადგან არ ჯდება იმ ნეგატიურ სცენარში, რომლის თავსმოხვევასაც ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ.

ეს დუმილი ოპოზიციის დაავადებულ პოლიტიკურ ბუნებაზე ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.
ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მოღალატეობრივი ძალების ერთობა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში.“ – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.