Skip to content
09/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

მარშალ პრესი 09/11/2026
901413163_2074229503211427_1995623887104055465_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის ორ ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა. პროექტის ჯამური ღირებულება, რომლის ფარგლებშიც 2 კმ-მდე გზა რეაბილიტირდა, 965 600 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ქალაქ ლანჩხუთში თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი 1-კილომეტრამდე მონაკვეთზე გზის საფარის სრულ განახლებას, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 073 000 ლარია.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ
Next: ლევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტი დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.