ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ანგარიში, იმსჯელეს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებასა და დაგეგმილი საქმიანობების განხორციელების პროცესზე, ასევე მოახლოებული საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვვაზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა.
