Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტს ჩახედონ, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

მარშალ პრესი 13/07/2022
შალვა პაპუაშვილი

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

​მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები პოლარიზაციას აქეზებს და ევროკავშირის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკაში რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რადიკალური ოპოზიცია კი, ევროპას ისევ ბოიკოტს უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში არ ერთვებიან, თუმცა ვერც ალტერნატიულ გეგმაზე ჩამოყალიბდნენ.

Continue Reading

Previous: გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს
Next: ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტარებისთვის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ ჩვენ სამუშაო პროცესი დაწყებული გვაქვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025