Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს

მარშალ პრესი 13/07/2022
ევროკავშირი

ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში, საქართველოს საკითხებზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიხაელ რუპმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანგარიში შეეხება როგორც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ასევე ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

„ძალიან მოხარულები ვართ დროული დებატებით ევროპარლამენტში. ჩვენი დელეგაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. რუსეთის ომმა შეცვალა ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაცია. მოხარულები ვართ, რომ ფართო მხარდაჭერაა ევროკომისიის იმ მიდგომის მიმართ, რაც გვაქვს რეგიონის მიმართ. 17 ივნისს წარმოვადგინეთ რეკომენდაციები და ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი წინადადებები. ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და ამ გადაწყვეტილებით მოხარულები ვართ. კანდიდატის სტატუსი მიენიჭება საქართველოს მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირობებს დააკმაყოფილებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, იმუშაოს ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ჩვენ ყურადღებით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, რათა მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, ერთ მაგიდასთან დასხდნენ რეფორმებზე სამუშაოდ. ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ანგარიშს მოვამზადებთ პრიორიტეტებზე გაფართოების პაკეტში 2023 წელს. ეს მისცემს ქართულ პოლიტიკურ სისტემას არსებით დროს განსაზღვრულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ“, – განაცხადა მიხაელ რუპმა.

Continue Reading

Previous: მიხეილ სარჯველაძე: 11 პუნქტის განხორციელება მოსწრებადია, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ პუნქტს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მათი გამოსწორების მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს
Next: შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტს ჩახედონ, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025