Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტარებისთვის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ ჩვენ სამუშაო პროცესი დაწყებული გვაქვს

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრა, რომელიც მომავალ კვირაში უნდა განხორციელდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პასუხობს კითხვას რა ექნება მმართველ გუნდს ევროპარლამენტარებისთვის სათქმელი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

„მე ვფიქრობ, რომ ალბათ ამ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ ჩვენ სამუშაო პროცესი გვაქვს დაწყებული. ევროპარლამენტარებს კარგად ესმით თუ რას ნიშნავს სამუშაო პროცესი, იმის დანახვა თუ რა საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და რას ნიშნავს საკანონმდებლო ცვლილებების გატარების პროცესი. ჩვენს გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და დღე არ გავა, რომ ამ გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები არ იმართებოდეს საქართველოს პარლამენტში“, – ამბობს ქადაგიშვილი.

დეპუტატმა რადიკალურ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორს პროცესში ჩართვისკენ კვლავ მოუწოდა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტს ჩახედონ, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები
Next: მიხეილ ყაველაშვილი: გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია ნაციონალური მოძრაობა. გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი, სადაც მოხვდება ერთად, შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.