Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: 11 პუნქტის განხორციელება მოსწრებადია, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ პუნქტს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მათი გამოსწორების მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს

მარშალ პრესი 13/07/2022
სარჯველაძე

„თუკი რაიმე სჭირდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, ეს არის ოპოზიციის იმ ფლანგის გონზე მოსვლა, რომელიც სამართლიანად იწოდება დესტრუქციულ ძალად“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე.

მისი თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან 11-ის შესრულება შესაძლებელია, თუმცა, პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციის საჭიროებას გულისხმობს, რადიკალური ოპოზიციის სურვილს მოითხოვს.

„11 პუნქტის განხორციელება მოსწრებადია და ამ ყველაფერზე მუშაობა დაწყებულია. პირველ პუნქტს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს მათი გამოსწორებისა და სწორ კალაპოტში ჩადგომის. დღეს, თუკი რაიმე სჭირდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, ეს არის ოპოზიციის იმ ფლანგის გონზე მოსვლა, რომელიც სამართლიანად იწოდება დესტრუქციულ ძალად“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს.

Continue Reading

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: შეუძლებელია რეკომენდაციები სრულყოფილად შესრულდეს რამდენიმე კვირაში, ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია
Next: გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025