Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: შეუძლებელია რეკომენდაციები სრულყოფილად შესრულდეს რამდენიმე კვირაში, ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია

მარშალ პრესი 13/07/2022
მაკა ბოჭორიშვილი

შეუძლებელია რეკომენდაციები შესრულდეს სრულყოფილად ერთ თვეში ან რამდენიმე კვირაში, ეს რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ პროგრესი. 2023 წელს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მომზადდება გაფართოების ანგარიში, რომლის ნაწილიც იქნება საქართველო, გამომდინარე იქიდან, რომ ივნისის გადაწყვეტილებით საქართველო გახდა გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საქართველოს საკითხი განიხილება თუ არა წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს მიერ ეს თავად მათი გადასაწყვეტია და ნამდვილად არ არის მიბმული იმ ანგარიშზე, რომელიც 2023 წელს მომზადდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს.

Post navigation

Previous: ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს მოუწოდებს, გააუმჯობესონ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა და ასევე ზომები მიიღონ მექრთამეობის წინააღმდეგ
Next: მიხეილ სარჯველაძე: 11 პუნქტის განხორციელება მოსწრებადია, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ პუნქტს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მათი გამოსწორების მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.