Skip to content
04/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული

მარშალ პრესი 04/11/2026
david kartvelishvili

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედური არჩევნები შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტერიები გადაუკეტა. გარდა ამისა, ექსპერტი წერს, რომ რამდენიმე მიმართულებით ტრამპის შესუსტებამ ის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გადართვისკენ აიძულა.

ვრცელ პოსტში დავით ქართველიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი 2 წლის განმავლობაში მოსალოდნელ დაპირისპირებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ტრამპის „მიმავალი გავლენის ირგვლივ გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა იშლება“.

„2026 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, მისი მმართველობის დასრულებამდე ორი წლით ადრე, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია. თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არც ერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული – ამჯერად ექსპერიმენტის სახით, ყველა გამარჯვებული ცოცხალია.

მიუხედავად ამ სიახლისა, კონგრესზე კონტროლის დაკარგვამ თეთრ სახლს საკანონმდებლო არტერიები გადაუკეტა: ოპოზიციური წარმომადგენელთა პალატა გამოძიებების კასკადსა და ბიუჯეტურ ბლოკადას ამზადებს, ხოლო დაკარგული სენატი მოსამართლეთა დანიშვნებს ბლოკავს. შიდა ბერკეტებს მოკლებული და ბლოკირებული პრეზიდენტი იძულებულია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გადაერთოს და აღმასრულებელი ბრძანებულებების მიღმა დაიმალოს, სანამ მისი მიმავალი გავლენის ირგვლივ გადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა იშლება.

MAGA-ს არქიტექტურის საკვანძო ფიგურებისთვის – ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის, დადგა „ჭეშმარიტების მომენტი” და პერსონალური პოლიტიკური არჩევანის გაკეთების ჟამი, სადაც „ბელადისადმი” ღია ღალატი (ყველას ახსოვს მაიკ პენსის ეპიზოდი) მყისიერი თვითმკვლელობის ტოლფასია. ვენსი ბოლომდე ტრამპზე მიჯაჭვული დარჩება: როგორც მოძრაობის პირდაპირი იდეოლოგიური მემკვიდრე, მას არ შეუძლია ერთი ნაბიჯითაც კი გადაუხვიოს ერთხელ გაკეთებულ არჩევანს. მისი ერთადერთი სტრატეგია 2028 წლისკენ მიმავალ გზაზე – ტრამპისადმი ერთგულების წმინდად შენარჩუნებაა, ხოლოდ განადგურების დაბრალება – „დიფ სთეიტის“ საბოტაჟსა და სისტემურ მედია-შეთქმულებაზე.

მარკო რუბიო კი, პირიქით, ტექნოკრატიული დისტანცირების სცენარს ჩართავს და დახარვეზებული რეჟიმის ნანგრევებიდან გადარჩენას შეეცდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტატუსით ის ტოქსიკური შიდა დღის წესრიგიდან ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადავა. საერთო ქაოსის ფონზე ის ერთადერთ საღად მოაზროვნე ლიდერის იმიჯს აყალიბებს. მისი გათვლა პრაგმატული და ცივია: ფოკუსირება ჩინეთთან დაპირისპირებასა და ლათინოამერიკულ ვექტორზე, რათა მომდევნო პრაიმერიზისთვის წარდგეს ერთადერთ კომპრომისულ ლიდერად, რომელსაც ძალუძს გააერთიანოს MAGA-ს რადიკალები და სასოწარკვეთილი ზომიერი ძალები.

ამასობაში თავად რესპუბლიკურ პარტიაში მიმავალი ლიდერის მემკვიდრეობისთვის უმოწყალო ელექტორალური ომი იწყება. უოლ-სტრიტის მსხვილი დონორები და პარტიული ისტებლიშმენტი ღიად აღიარებენ ტრამპის ბრენდს ეროვნული რბოლებისთვის ტოქსიკურად და შტატების გუბერნატორებს შორის ალტერნატიულ ფიგურებს სასწრაფოდ ეძებენ. ულტრაკონსერვატიული ბირთვის კატეგორიული უარი, აღიაროს რეალობა, მხოლოდ აღრმავებს განხეთქილებას და კონგრესში რესპუბლიკელების ფრაქციას საბრძოლო ველად აქცევს, სადაც ტრამპისადმი იდეალისტური ერთგულება პოლიტიკური თვითგადარჩენის მკაცრ ინსტინქტს ეჯახება.

უახლოესი ორი წელი მემკვიდრეთა დამქანცველ ომად გადაიქცევა, საიდანაც დაუზიანებელი არავინ გამოვა. ტრამპისგან „გათავისუფლების“ მცდელობა ახლა შეუძლებელია – მისი კონტროლი შიდაპარტიულ არჩევნებზე კვლავ აბსოლუტურია, რაც ვენსს აიძულებს ტოქსიკურ პრეზიდენტთან ერთად ერთ ნავში ჩაიძიროს დემოკრატიული უმრავლესობის დარტყმების ქვეშ. რუბიო და ზომიერი ფრთა ფრთხილი დისტანციის ხარჯზე ეცდებიან წყლის ზედაპირზე გადარჩენას, მაგრამ მთავარი შეკითხვა ღიად რჩება: მოასწრებენ თუ არა ისინი სამაშველო ტივტივების აგებას მანამ, სანამ პოლიტიკური ოლიმპი საბოლოოდ შთანთქავს მთელ პარტიულ ელიტას მის მიმავალ ლიდერთან ერთად?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე-მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით
Next: ლევან ჭოტორლიშვილი: ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.