Skip to content
04/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე-მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით

მარშალ პრესი 04/11/2026
irakli kobakhidze

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული.

„პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჰუმანური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. მოხარული ვართ, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა არაერთმა ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ გამოვედით ჰუმანური აქტით და შევთავაზეთ ასეთი რამ შესაბამის სამართალდამრღვევებს. კიდევ ერთხელ, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს ყველამ მხედველობაში უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.