Skip to content
04/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში

მარშალ პრესი 04/11/2026
levan chotorlishvili

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, „ევრონიუსის“ მიერ ბრიუსელში ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ის აცხადებს, ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი უკუსვლა არ ექნებოდა, რასაც ეკონომიკური მონაცემები მოწმობს.

,,ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნახეთ ოცი წლის წინანდელი ეკონომიკური მონაცემები აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი. ოცი წლის წინ, ევროკავშირი ამ სამეულში უპირობო ლიდერი იყო, დღეს აუტსაიდერია და ჩამორჩენა იზრდება. სავარაუდოდ მომავალში ინდოეთიც გადაუსწრებს. დანარჩენი არის უსაგნო ლაყბობა,” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.