ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს მოუწოდებს, გააუმჯობესონ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა და ასევე ზომები მიიღონ მექრთამეობის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ პოლონეთისა და უნგრთისთვის მილიარდობით ევროს ოდენობის დახმარების განბლოკვა აღნიშნული პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
„უკრაინაში რუსეთის ომი ჩვენი მუშაობის მნიშვნელობის კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ კანონის უზენაესობას მხარი უნდა დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარმა, ვერა იუროვამ.
ევროკომისია უნგრეთს წვდომას უზღუდავს15.5 მილიარდი ევროს ოდენობის სტიმულირების ფონდზე, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შედეგად ეკონომიკის აღდგენას, ხოლო პოლონეთს კი წვდომა 36 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე ეზღუდება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ პოლონეთის სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება კვლავ რჩება.
ევროკომისიის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ შეშფოთება კვლავ მოგვარებული არ არის.
ევროკომისია ბუდაპეშტს მოუწოდებს, გააძლიეროს ეროვნული სასამართლო საბჭოს როლი, ასევე გააძლიეროს მედიის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა.
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...