Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თბილისში, დიღომში, ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობის მოედნის მშენებლობა იგეგმება

მარშალ პრესი 13/07/2022
ლუკ ტარდიფი და თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკ ტარდიფმა მოაწერეს. მემორანდუმი, საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების მიზნით, მხარეთა თანამშრომლობას ითვალისწინებს.

სპორტის მინისტრმა სტუმარს გაუზიარა სპორტის მოცემულ სახეობაში განვითარების სამომავლო გეგმები. კერძოდ, თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გეგმავს ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობისთვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობას. მინისტრის თხოვნის შესაბამისად, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ტერიტორია დღესვე მოინახულა და ის დადებითად შეაფასა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყინულის მოედნის პროექტირებისას საერთაშორისო ფედერაცია სპორტის სამინისტროს ტექნიკურ კონსულტაციას გაუწევს და მოცემულ პროცესში მონაწილეობის მიღება ასევე ეთხოვება ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციას, რომ მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ყინულის ჰოკეის სახეობაში ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო ღონისძიებებში (შეჯიბრებები, შეკრებები, სემინარები და სხვ.) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოში ყინულის ჰოკეის სანაკრებო და საკლუბო დონეზე შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე, ყინულის ჰოკეისადმი ინტერესის გაზრდასა და ქართველი სპორტსმენების შესაბამისი სტანდარტის ინვენტარით აღჭურვაზე.

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი: გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული
Next: ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს მოუწოდებს, გააუმჯობესონ სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა და ასევე ზომები მიიღონ მექრთამეობის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.