Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული

მარშალ პრესი 13/07/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

გარდა ევროკომისიის 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა რეკომენდაციებსა და ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიისგან უფრო სიღრმისეულად არის დანახული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი.

„ვფიქრობ, ევროკავშირში დაინახეს, რომ უფრო პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოსთვის ევროპერპექტივის მიცემამ და დეკემბრისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებამ. დაინახეს, რომ ეს არა კონსოლიდაციის მიზნით გამოიყენა პოლიტიკურმა სპექტრმა, არამედ ახალი ბარიერისთვის, რომ თუ პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და შედეგი არ დაიდება სხვა შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარება მოჰყვებოდა ამას. ვფიქრობ, ევროკომისიამ და ევროსაბჭომ ეს საშიშროება დაინახა და სიმწვავის მოხსნის მიზნით შემოიტანეს ეს გადაწყვეტილება და ამავდროულად მათი სურვილი, რომ დეპოლარიზაცია და რევოლუციურ სცენართან მიახლოებული დღის წესრიგი მოიხსნას საქართველოსთვის და მართლაც კონცენტრირება მოხდეს რეკომენდაციების შესრულებაზე. ვფიქრობ, ევროკომისიისგან უფრო სიღრმისეულად არის დანახული ეს პროცესი და ეს უკვე განიხილება როგორც გაფართოების მთელი პაკეტი. გარდა ამ 12 მოთხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ასრულებს იმ სხვა რეკომენდაციებსა და ვალდებულებებს, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: დმიტრო კულება: უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთთან სალაპარაკო არაფერი აქვს
Next: თბილისში, დიღომში, ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობის მოედნის მშენებლობა იგეგმება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.