Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში

მარშალ პრესი 02/11/2026
mikheil samkharadze

როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში, – განუცხადა „იმედის კვირას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ცოტა ირონიულია, რომ ის ყველაფერი, რაც თბილისში ხდებოდა 2024 წლის ბოლოს, თითქმის ორი წლის თავზე განმეორდა ევროპაშიც.

„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, იყო ერთის მხრივ სრულიად უადგილო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში და ვისი ფული იხარჯება, რა მიზნებით იხარჯება. მეორე, ეს იყო სწორედ შიში იმისა, რომ ასეთი მანკიერი პრაქტიკა გამოვიდოდა დღის სინათლეზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ნიშნის მოგებით არავის ველაპარაკებით, უბრალოდ ცოტა ირონიულია, რომ ის ყველაფერი, რაც თბილისში ხდებოდა 2024 წლის ბოლოს, თითქმის, ორი წლის თავზე განმეორდა ევროპაშიც“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს – პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც
Next: საფრანგეთში, აქციაზე “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ფაქტზე, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.