Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საფრანგეთში, აქციაზე “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ფაქტზე, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა

მარშალ პრესი 02/11/2026
Capture

პარიზში გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების მხრიდან ნასროლი “მოლოტოვის კოქტეილის” საქმეზე, რომლიდანაც ჟანდარმის სპეციალურ აღჭურვილობას ცეცხლი წაეკიდა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ფრანგული მედიის ცნობით, პროკურატურამ ფაქტი მკვლელობის მცდელობის შესაძლო შემთხვევად შეაფასა.

ვიდეო და ფოტო მასალაზე ჩანს, როგორ ესვრიან სამართალდამცველს მოწყობილობას, რომელიც მის ფეხებთან ფეთქდება და ცეცხლი ეკიდება. შემთხვევა გუშინ, პარიზში გამართული დემონსტრაციისას, პორტ-დე-შარენტონის რაიონში მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნესმა განაცხადა, რომ პარიზში, პოლიციის კორდონთან მომხდარი შემთხვევის დროს, ცეცხლი მობილური ჟანდარმერიის თანამშრომლის დამცავ აღჭურვილობას გაუჩნდა. მისი თქმით, ცეცხლი თავად ჟანდარმსაც მოედო, თუმცა საბედნიეროდ, მისმა თანამებრძოლებმა დროულად შენიშნეს და დახმარება აღმოუჩინეს, ის მსუბუქად დაშავდა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
Next: ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.