Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამუშაო შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 23/10/2026
858501206_1504892138360033_4904788815183422313_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ხელვაჩუარის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. ხოლო შეხვედრას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე უძღვებოდა.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს, მოქალაქეთა უფლებებსა და მათი დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალ პორტალის ekalata.gov.ge პრეზენტაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

პორტალის მიზანია ერთიან ელექტრონულ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში თავი მოუყაროს ქსელების საუკეთესო შემოთავაზებებს და ფასების შესახებ ინფორმაციას,

უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების (მომხმარებლის) ინფორმირება და ხელი შეუწყოს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც მას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, ამასთანავე მხარს დაუჭერს სექტორში კონკურენციის გაძლიერებას.

Post navigation

Previous: თუ მხარეები ფრონტის დღევანდელ ხაზზე უბრალოდ გაჩერდებიან, შეინარჩუნებენ ურთიერთმტრობას და მომდევნო შეტაკებისთვის მზადებას გააგრძელებენ, ეს მშვიდობა კი არა, შეიარაღებული პაუზა იქნება
Next: გიორგი გაბუნია სააკაშვილის განცხადებაზე: მე ვსვამ კითხვას: რატომ უნდა მსჯელობდეს უცხოელი, ან პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ექსპერტი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ამ ადამიანებთან?!
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.