Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გაბუნია სააკაშვილის განცხადებაზე: მე ვსვამ კითხვას: რატომ უნდა მსჯელობდეს უცხოელი, ან პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ექსპერტი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ამ ადამიანებთან?!

მარშალ პრესი 23/10/2026
giorgi gabunia

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სააკაშვილის მორიგ აღიარებას ეხმაურება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რჩება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იდეურ ლიდერად.

„მე ვსვამ კითხვას: რატომ უნდა მსჯელობდეს უცხოელი, ან პოლიტიკოსი, დიპლომატი თუ ექსპერტი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ამ ადამიანებთან?! [ოპოზიციასთან], რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს ეძახიან.

რატომ უნდა იღებდნენ ასეთ დავალებებს უცხოელი აქტორებისგან თუ ესენი არ არიან გარიგებაში შესული. საერთოდ აგენტობა ცალმხრივი აქტი არ არის, ორმხრივი აქტია, როდესაც ესენი თავად მიდიან, თავად ეხვეწებიან, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სააკაშვილი რეალურად მათი ლიდერია და მათ იდეურ ლიდერად რჩება დღემდე ამ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობისა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

უცხოელი პატრონებისგან მიღებული მორიგი დავალება ოპოზიციას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აღიარებს. კიდევ ერთი დასტური ქართული ოცნებისთვის – გადაწყვეტილებებს ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ იღებს და სამოქმედო გეგმას, სხვა ქვეყნებში უწერენ. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ოპოზიციას გადარჩენის ერთადერთ საშუალებად, მიხეილ სააკაშვილი დაუსახელეს. კრიზისში მყოფი ოპოზიციის მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, პატიმრის განცხადებით, მხოლოდ მასთან ერთიანობაა. პარტნიორებთან შეხვედრაზე ყოფნას უარყოფს „ლელო“, თუმცა პარტიაში იმას ადასტურებენ, რომ სხვადასხვა საკითხზე რჩევებს სწორედ უცხოელებისგან იღებენ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.