Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

მარშალ პრესი 23/10/2026
tengiz sharmanashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი “ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა.”

შარმანაშვილი სააკაშვილის ეგოიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარედან მიღებულ დავალებებსა თუ გადაწყვეტილებებზე.

„წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, რომ ასე არ არის და ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ. პირდაპირ არის მექანიზმი აღწერილი. მიდიან პატრონებთან, პატრონები ეუბნებიან რაღაცას, მოდი ასე კი არაა, ისე გააკეთეთ, ესენი ეკამათებიან იმათ და უმტკიცებენ, რომ ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ და მოდით ის კი არ დაგვავალოთ, სხვა რამე დაგვავალეთ. პირდაპირ ნათლად აჩვენებენ, საიდან მოდის ეს გადაწყვეტილებები, ვისთან და როგორ არკვევენ.

ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვარკვევთ ჩვენ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან და ეგენი მიდიან და არკვევენ და ეკამათებიან თავის პატრონებს. ეკამათებიან კარგი გაგებით, რომ დაანახონ, რომ უკეთესი გადაწყვეტილება დაგვავალეთ, ასე უფრო გვირჩევნია. ისინი არიან მათი პატრონები და იმათთან აქვთ ურთიერთობა. ეს ნათლად აჩვენა სააკაშვილმა. სააკაშვილი რას ეუბნება ამ პოსტში?!- დაუჯერეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ გეუბნებათ ამას, რომ ჩემს გარშემო უნდა გაერთიანდეთ.

იმას კი არ ამტკიცებს, რომ მე მაქვს ძალა, მე მაქვს ისეთი მოსაზრებები, გეგმები, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, იმათ დაუჯერეთო, აი ისინი რომ გეუბნებიანო, ჩვენი პატრონებიო, იმათ მოუსმინეთო. ეს პირდაპირი ლუსტრაციაა იმისა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქმე აინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ეგოიზმი მას იმთავითვე ჰქონდა“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით
Next: თუ მხარეები ფრონტის დღევანდელ ხაზზე უბრალოდ გაჩერდებიან, შეინარჩუნებენ ურთიერთმტრობას და მომდევნო შეტაკებისთვის მზადებას გააგრძელებენ, ეს მშვიდობა კი არა, შეიარაღებული პაუზა იქნება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.