Skip to content
23/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით

მარშალ პრესი 23/10/2026
archil goorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები რაოდენობრივად კი არ უნდა შეფასდნენ, არამედ, მათი საერთო ანტიკონსტიტუციური საქმიანობით.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები გარე პატრონების დავალებით იბრძვიან კონსტიტუციური წყობილებისა და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. გორდულაძეს მაგალითად მიჰყავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება უცხოეთში IRI-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც უცხოელებმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდეს. იგი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის ღია თუ ფარული ერთობა ყოველთვის გარედან მიღებული დავალებების შესრულებას ემსახურება, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

„გუშინ მაგალითად, ჯაფარიძემ, „ლელოს“ თავჯდომარემ, ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ხუთი პარტია არსად არ აკრძალულა, მაგრამ სამი აკრძალულა, ესე იგი რაოდენობრივად ითვლიან, რეალურად ანტიკონსტიტუციური პარტიების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით, მაგალითისათვის, აგერ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ IRI-ის ორგანიზებით ისინი იმყოფებოდნენ უცხოეთში, სადაც უცხოელებმა მოუწოდეს, რომ გაერთიანდნენ, რომ ზოგი შეთანხმდა, ზოგი ვერ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილის, ამ ოდიოზური პიროვნების, მაუქმებელი ძირის გარშემო. ცხადად და ღიად გაერთიანდნენ თუ ფარული ერთობა ჰქონდეთ, მთავარი ერთია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გარედან მიღებულ დავალებების შესრულებას ყოველთვის შეეცდება, რასაც აბსოლუტურად ყოველთვის ქართველი ხალხი შეეწინააღმდეგება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები
Next: თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.