Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 22/10/2026
penitenciuri

პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში.

აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.

იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან
Next: არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.