Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან

მარშალ პრესი 22/10/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის საქართველოს ხელისუფლებას.

ანჯაფარიძის განცხადებით, ამას არანაირი საერთო არ აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან, ინფორმაციული საბოტაჟი შესაძლებელია სწრაფად ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში, საბოლოოდ კი – ღალატში.

“ეს სუბიექტი და სავარაუდოდ ის მედია, რომლის მეშვეობითაც ის ავრცელებს სიცრუეს საქართველოს და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სერიოზული მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადაცემას თუ მიყიდვას მეზობელი სახელმწიფოსთვის.
საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია, და განმეორებითი ინფორმაციული საბოტაჟი, ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ კი ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით არის როგორც დაცული, ასევე რეგულირებული,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შეხვდა
Next: პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.