Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

მარშალ პრესი 22/10/2026
archil gorduladze

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან.

მანვე აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რასაც ედავებიან და რატომ არის მათი პარტიები ასაკრძალი.

„ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, რაც ცალსახად არის სარჩელში მითითებული, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას, თითოეულ კომპონენტში. დანარჩენი, რა მტკიცებულებით, რომელთან რა მიმართებით ეს არსებითად როდესაც გადავალთ ამ საკითხზე მაგაზე ვიმსჯელებთ და კონკრეტულის მიმართ კონკრეტულ მტკიცებულებას განვიხილავთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოეშვით ახლა ტელევიზიებისთვის მიმართვას და ეკრანებზე საუბარს, რომ თითქოს აქ, ვერავის გაურკვევია რას განვიხილავთ. ყველამ ძალიან კარგად იცის. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.