Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან

მარშალ პრესი 22/10/2026
tornike cheishvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ.

მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიები არსებით განხილვებსა და საკონსტიტუციო სარჩელს უფრთხიან.

“პრინციპში, როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტურული ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან მოპასუხის ამპლუაში საკონსტიტუციო სასამართლოში, ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რათა არსებითი განხილვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გულისხმობს ახსნა-განმარტებების მიცემას, რომელიც გულისხმობს კითხვა-პასუხს, პაექრობას და შესაბამის დასკვნებს, იყოს რაც შეიძლება გაჭიანურებული. ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი რეალურად უფრთხიან ძალიან ამ საკონსტიტუციო პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს. ვინ ვინ და მათ შესანიშნავად იციან მართლაც იმ არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ იქნა ჩადენილი სხვადასხვა დროს. ეს უკავშირდება როგორც 2003-2012 წლებს, ისე რა თქმა უნდა 2012 წლის შემდგომ პერიოდს.

რეალურად გუშინდელმა დღემ ჩვენ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დაგვანახა ისიც, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი მართლაც ხელს აწერენ და საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ რეალურად კონსტიტუციურ წესრიგს, მათთვის ჩალის ფასი აქვს კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული”,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება
Next: დავით ჩიხელიძე: თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.