Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გიორგი კახიანი: სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნება

მარშალ პრესი 22/10/2026
kaxiani

თუ შევხედავთ იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. თქვენ იცით, რომ ასეთი შემთხვევაც იყო, როდესაც ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, საკონსტიტუციო სასამრათლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი ძლიერია მტკიცებულებებით და სამართლებრივი თვალსაზრისითაც გამართულია, შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ ოპოზიციას ვერ ექნება მოყვანილი მტკიცებულებების გასაბათილებელი არგუმენტები.

,,მე ვფიქრობ, რომ სარჩელი იმდენად ძლიერი არის მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და იციან, რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ყოველ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვართ ინფორმირებული. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები, ალბათ, ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათ საწინააღმდეგო მტკიცებულებები,”- აღნიშნა კახიანმა.

 

Post navigation

Previous: გიორგი კახიანი: ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ შედეგზე გასვლა
Next: თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.