Skip to content
22/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა

მარშალ პრესი 22/10/2026
davit chikhelidze

თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, რაც მისი ასაკისა და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისთვის ნამდვილად შეუფერებელია.

მისივე თქმით, როდესაც ციხეში მოხვედრის რეალური საფრთხე დაინახა, მიხვდა, რომ პროვოკაციები ვეღარ უშველიდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა.

„თამაზ ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. თამაზ ელიზბარაშვილი არის ყოვლად უღირსი ადამიანი, რომელმაც ადამიანებს ათასი სიბინძურე დააბრალა, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი უკან დაიხია და საკუთარი ბრალეულობა აღიარა. სანამ ადამიანი სხვისკენ თითს გაიშვერს, მანამდე საკუთარ დანაშაულზე უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, თავად რამდენად მართალია.

ზოგადად, ელიზბარაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, რაც მისი ასაკისთვის და ზოგადად ადამიანისთვის ნამდვილად შეუფერებელია. როგორც ჩანს, როდესაც რეალური საფრთხე ციხეში ყოფნის პერსპექტივა დაინახა, მიხვდა, რომ პროვოკაციები ვეღარ უშველიდა და ამიტომ გადაწყვიტა დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა.

ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს იმ ბიჭების უდანაშაულობა, რომლებსაც ელიზბარაშვილი ცილს სწამებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა. კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიმართლემ და ელიზბარაშვილის მიერ ნასროლი ტალახი ფუჭი აღმოჩნდა.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან
Next: სოზარ სუბარი: ერთხელ რომ უღალატებ შენს ამომრჩეველს, იგივეს გაიმეორებ მეორედ, მესამედაც – როდესაც არ ცნობ და უპირისპირდები კონსტიტუციურ წესრიგს, ამით შენს თავს აყენებ კონსტიტუციური წესრიგის მიღმა და დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.