Skip to content
21/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

მარშალ პრესი 20/10/2026
shako chachanidze

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო.

ჩაჩანიძის ინფორმაციით, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ხოლო, ამგვარი სიცრუის გავრცელებით, ოპოზიცია ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე გაუთანაბროს.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს მსგავსი სიცრუის გამავრცელებლებს.

,,როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო. გასაგებია, რომ „ნაცების“ მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე ასეთი ფეიკებით გაუთანაბროს, მაგრამ ამ ცრუ კამპანიის არავის სჯერა, ფაქტები ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს!

ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საზოგადოებამაც კარგად იცის!

იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!” – წერს შაკო ჩაჩანიძე.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება
Next: საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.