Skip to content
21/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება

მარშალ პრესი 20/10/2026
zurab kadagidze2

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე მოსმენით განიხილებოდა, კანონპროექტში კონკრეტული მუხლის დაზუსტების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კანონში გარკვევით გაიწეროს, რომ ახალშობილის შვილად აყვანის დახმარება არცერთ შემთხვევაში არ გაუქმდება.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ერთხმად ვუჭერთ მხარს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ერთი დეტალი და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ. იქნებ კანონში დაფიქსირდეს, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა, რომ იზიარებს მის შენიშვნას და ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.
„პრინციპის დონეზე ჩვენ ვადგენთ, რომ დეკრეტული შვებულება არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად და შესაბამისად, არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად არ მიექცევა მისთვის დეკრეტული შვებულების სახით სახელმწიფოს მიერ მიცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით.. ლოგიკურია, რომ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ასევე იმ მშობელზე, ვინც ახალშობილს იყვანს შვილად,“ – აღნიშნა იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბადრაგის მიერ პატიმრის გაუპატიურების ფაქტს
Next: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.