Skip to content
21/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ

მარშალ პრესი 20/10/2026
loran nunies

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ ქუჩებზე არ ვრცელდება. ის ციფრულ სივრცეშიც წყდება“.

მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, საარჩევნო პროცესებში მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლი გახდა.

მისივე განმარტებით, ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დემოკრატიულმა დებატებმა ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში, გადაინაცვლა, გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით ეხება აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება ინტერნეტში ფართოდ მოიკიდოს ფეხი და საზოგადოებაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. ეს არც უბრალოდ სიტყვებია და არც წინასწარმეტყველება. ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო.

საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ. ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ლორან ნუნიესმა.

Post navigation

Previous: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!
Next: იუსტიციის სამინისტრო პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.