Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი პატარიძე: „ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე“

მარშალ პრესი 17/10/2026
giorgi pataridze

„ჩვენი სტრატეგია არის პენიტენციურ დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის სეგმენტის განვითარება. ამჟამად პენიტენციურ სისტემაში, დაახლოებით, 60-ზე მეტი მიმართულების ლაბორატორიული კვლევა კეთდება, რაც ბევრ წამყვან კლინიკასაც კი შეიძლება შეშურდეს“, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 9 თვის მონაცემებით, უკვე 80 ათასზე მეტი კვლევა ჩატარდა.

„გვყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც დამატებით კვლევებს ატარებს, მათ შორის, გენეტიკური მიმართულებითაც და ძალიან ბევრი გვაქვს პრეცედენტი იმისა, როდესაც საჭიროების შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებშიც იგზავნება შესაბამისი ლაბორატორიული მასალა. ნებისმიერი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი არიან ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტში 1,5-მლნ-დან 2 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი 24 ათას პატიმარზე. დღეს კი ეს თანხა 11 მლნ ლარია და ნაწილდება 12 ათას პატიმარზე, რაც პატიმართა მაშინდელი რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამხელა კონტრასტია მაშინდელ და ახლანდელ ჯანდაცვის ბიუჯეტებს შორის, მესამე კვარტლის ბოლოს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი შემოდის ხოლმე წინადადებით და გვატყობინებს, რომ ეს 11 მლნ ლარიც არ არის საკმარისი და უკვე შიდა ბიუჯეტში ვცდილობთ ხოლმე დამატებითი თანხების მოძიებას, გადამისამართებას ამ მიმართულებით და პრაქტიკულად წელიწადში, დაახლოებით, 12 – 12,5 მილიონი ლარი იხარჯება ჯანდაცვის სერვისებში“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი დაწესებულებებში ამბულატორიული მიმართულების განვითარებაა, რა მიზნითაც პენიტენციური სამსახური მაღალტექნოლოგიური აპარატურის შეძენასაც გეგმავს.

„მედიკოსები გაიგებენ, რას ვამბობ, როდესაც ვიტყვი, რომ ეს იქნება 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატი, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ წამყვან კლინიკას შეშურდებოდა. ეს შეამცირებს სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ამბულატორიულ რეფერალებს და, შესაბამისად, ხარჯთეფექტურობასაც უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გიორგი პატარიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად
Next: საქართველოს პრეზიდენტი: საქართველო გმირების სამშობლოა, ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.