Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად

მარშალ პრესი 17/10/2026
115
მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას. ვეტერანებმა ყველაზე კარგად იცით ომისა და მშვიდობის ფასი და მნიშვნელობა. მეომართა ცოდნის გამოყენება, თქვენი ფასდაუდებელი გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდასაჭერად შექმნილი მოხალისეთა ორგანიზაციის ბაზაზე, 4,000-ზე მეტი პირი გადამზადდა. სკოლებში კი ინერგება საპილოტე საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რისთვისაც 18-მა ვეტერანმა სპეციალური მომზადება გაიარა.
“განათლების პროგრამით მთავრობამ ვეტერანებისა და მათი შვილების სწავლის საფასურის 50 პროცენტი დაფარა, რაზეც ჯამურად 8.6 მილიონი ლარი გამოიყო. დაღუპულთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა შვილები სასწავლო გრანტს იღებენ.
ასევე გამოვასწორეთ საკანონმდებლო ხარვეზებიც. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები წელიწადში 3,000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადისგან გათავისუფლდნენ. დევნილ ვეტერანებს საცხოვრებლის მიღებისას დამატებითი ქულები ენიჭებათ. ამოქმედდა უფასო იურიდიული მომსახურება, უსინათლო ვეტერანებისთვის წლიური მატერიალური დახმარება და სახელმწიფო სერვისების შეღავათები. ტრანსპორტის შეღავათები უკვე მოქმედებს თბილისსა და დიდ მუნიციპალიტეტებში, ასევე საქართველოს რკინიგზაზე. გრძელდება მუშაობა, რათა მსგავსი მიდგომა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ვეტერანებზე ზრუნვას.
ისტორიული მეხსიერების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად – ათობით ქუჩას, სკვერსა და სკოლას დაღუპული გმირების სახელი მიენიჭა.
ძვირფასო ვეტერანებო, გმირთა ოჯახის წევრებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის. მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას გისურვებთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი ოპოზიციაზე – ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში
Next: გიორგი პატარიძე: „ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.