Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი ოპოზიციაზე – ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში

მარშალ პრესი 17/10/2026
irakli kobakhidze2

ამ ძალებს არსად აქვთ შანსი – არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი – ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და მეორე – არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.

მისივე თქმით, მათი ყველა გეგმა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ასეთ პირობებში, შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.