Skip to content
17/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ნარუჯის უბნის მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 16/10/2026
851330019_2426460008183163_800979516587489683_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ანთაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ნარუჯის უბნის მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, ნატანებში მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა ახალ ინიციატივებსა და პროგრამებზე, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„მოსახლეობასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს, უშუალოდ მათგან მოვისმინოთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თითოეულ უბანსა თუ დასახლებაში არსებობს. ეს კი გვეხმარება, რომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზუსტად მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები დავგეგმოთ და განვახორციელოთ,“ – აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე – ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული
Next: ზაქარია წიკლაური: ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.