Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა

მარშალ პრესი 12/10/2026
irakli kobakhidze14
ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის სუბიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ.
„არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
Next: ირაკლი კობახიძე – ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას – სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.