Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას – სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს

მარშალ პრესი 12/10/2026
irakli kobakhidze9

ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორედ ამით ისარგებლა მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს.

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ინდექსაციის წესი, მათ შორის, 70 წლის ასაკის მიუღწეველ პენსიონერებზეც. ამ ინდექსაციის წესის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 20 ლარით პენსიის ზრდა, რაც ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ნომინალური ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზრდება წლის ბოლომდე და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ვნახეთ იმის რესურსი, რომ დამატებით პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით გაგვეზარდა პენსია 70 წელს მიუღწეველი პენსიონერებისათვის და ეს აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით პროექტში გათვალისწინებული იქნება 128 მილიონი ლარი, საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, პენსიის ზრდა არის ერტ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

 

ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ დასაშვებ ზღვარს, რაღაც ზღვრის შემდეგ სოციალური ხარჯები უკვე პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის შენელებაზე, და ინფლაციური პროცესების დაჩქარებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ოქროს შუალები გვიკავია ახლა იმ მოცემულობით, რომელიც ბიუჯეტშია ასახული. 45-ლარიანი მატებითაც ვრჩებით იმ არსებულ ზღვარში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ვზრუნავთ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაზე, პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდაზე და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს ოქროს შუალედი მომავალშიც უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა
Next: ირაკლი კობახიძე – ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ, ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.