Skip to content
12/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და უთხრა, რომ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

მარშალ პრესი 11/10/2026
URSULA VON

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ის სრულად უჭერს მხარს ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, მსოფლიო სასურსათო მარაგებს, უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაიცავდა.

„ომი ახალ, კიდევ უფრო ბნელ ფაზაში შევიდა. რუსეთი ბრძოლის ველზე დროს აჭიანურებს და სამოქალაქო მოსახლეობას ფრონტის ხაზიდან შორს ურტყამს. მე უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი სოლიდარობა გამოვხატე, ასევე სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს სხდომაზე ყურადღების ცენტრში უკრაინა იქნება.

„განვიხილავთ მის ფინანსურ საჭიროებებს მომავალი წლისთვის და ახალი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, იგეგმება მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.