Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: მიზანი იყო სისტემის საბოტაჟი. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა

მარშალ პრესი 11/10/2026
PAATA SALIA

„გადაყლაპა თუ არა დავითაძემ ტელევიზორის ნაწილი, დაუდგენელი ფაქტია. შესაძლოა, ეს მანიპულაცია ყოფილიყო, თუმცა ესეც დაუდგენელია და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ მას დაუყოვნებლივ შევთავაზეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო შეფასება და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა სრულად უზრუნველყოფილიყო, რაზედაც მან უარი განაცხადა, კანონმდებლობის გათვალისწინებით, მისი იძულებით გადაყვანის შესაძლებლობა არ გვქონდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პაატა სალიამ უპასუხა იმ კითხვასაც, თუ რატომ არ მოხდა მყისიერად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისათვის უფლებამოსილების შეჩერება:

„თუკი მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჩვენ ამ თანამშრომელს მყისიერად შევუჩერეთ უფლებამოსილება, ხოლო მიზანი სისტემის საბოტაჟია, მაშინვე გამოჩნდება 10–20 მსჯავრდებული, რომლებიც მსგავს ამბავს მოიგონებენ. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Post navigation

Previous: მე მაინც ვერ ვხვდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში? – გიორგი გველესიანის პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.