Skip to content
12/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ – ნანუკა ჟორჟოლიანი მურთაზ ზოდელავაზე

მარშალ პრესი 11/10/2026
nanuka zhorzholiani

როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, იმ ფონზე, როდესაც დაკავებული ახალგაზრდები არ წერენ საპროცესო შეთანხმებას, ზოდელავა და ბერიძე, სავარაუდოდ მზად არიან კრიტიკის მოსასმენად. მისივე თქმით, თუ პოლიტიკაში მოიაზრებ საკუთარ თავს, ყველაფრის სანაცვლოდ უძლებ ციხის კედლებს.

“ალბათ ფიქრობენ, რომ ხვალ მათ ცხოვრებაში პოლიტიკა აღარ იქნება, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც მათე დევიძე არ წერს საპროცესო გარიგებას და შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ, ალბათ იცი, რომ ვიღაცები არ მოგიწონებენ და ამისთვისაც მზად არიან და როცა გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები მოვისმინე, ეს ძალიან პერსონალური გადაწყვეტილებაა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ადამიანი მესმის ეს და პოლიტიკის ნაწილში ალბათ რა ვარაუდიც გამოვთქვი, გამართლდება.

მესმის ის, რომ შეიძლება მათთვის რაღაც ისეთი სირთულე აღმოჩნდა ფაქტორი – მე არ მინდა სიტყვა ვერ გაძლება ვთქვა, მაგრამ, ის ფაქტორი ისეთი მძლავრი აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ამას როდესაც ვსაუბრობ, მე ვარ ადამიანი, არ ვგულისხმობ რაღაცნაირ პოლიტიკურ სახელმძღვანელოს, გვერდზე გადავდოთ, თუმცა, არ ვიცი მე არასოდეს წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ზოგადად, როგორც ჟურნალისტს, ასე წარმომიდგენია, რომ ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, დაგანიხილავ და თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ ხო? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს და სავარაუდოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ,” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა  ჟურნალისტ რუსუდან ჯაბანიშვილის პოდსკასტში.

Post navigation

Previous: პაატა სალია: მიზანი იყო სისტემის საბოტაჟი. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა
Next: ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.