Skip to content
11/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე მაინც ვერ ვხვდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში? – გიორგი გველესიანის პასუხი

მარშალ პრესი 11/10/2026
giorgi gvelesiani1

მე მაინც ვერ ვხვდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში? მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზამიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.

როგორც გველესიანმა აღნიშნა, უსამართლო ბრალდებებს და ცილისწამებას, რომელიც მის ბოლო ინტერვიუს მოჰყვა, პასუხს სცემს და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები მოღალატედ მიაჩნია ვინაიდან, ისინი საკუთარ ამომრჩეველს და თანაპარტიელებსაც ღალატობენ, ხოლო, იმ ადამიანების ჯანსაღ პროტესტს, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან, ბლოკავენ.

“იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქმია, იქნებ დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი? თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ ასოცირებენ თავს, უბრალოდ, რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რომელიც მართლაც არის ჩვენ ქვეყანაში და ამ ხალხზე შესაძლოა საერთოდაც არ აისახებოდეს ის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ის “საქსტატის” მონაცემები, რომლებითაც ხელისუფლება თავის იწონებს.

მაგრამ თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, თქვენ ასრულებთ შემაკავებელ მტრის ხატის ფუნქციას, რომელსაც 14 წელია წარმატებით ასრულებთ. ეს უსასრულო პროცესი თქვენი გაუქმებისაც დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ გაგრძელდება. თქვენ რომ მართლა გყვარებოდათ თქვენი ქვეყანა და თქვენ რომ მართლა იბრძოდეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თქვენ პირველები მოცელდებოდით ამ პოლიტიკურ ველს და მმართველ პარტიას დატოვებდით ხალხის პირისპირ, სადაც რეალური პრობლემებია, სადაც მათ მოუწევთ შეჯახება აი ამ უთანასწორობასთან, რომელიც არის ხალხში,” – აცხადებს გიორგი გველესიანი.

Post navigation

Previous: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” განცხადებას ავრცელებს
Next: პაატა სალია: მიზანი იყო სისტემის საბოტაჟი. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.